ყურბან-ბაირამის დღესასწაულის მილოცვა
საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს ყურბან–ბაირამის დღესასწაულის დადგომას ულოცავს და მათ სიკეთესა და ბედნიერებას უსურვებს.
ყურბან-ბაირამი ადამიანის სიცოცხლის, მისი ხელშეუვალობის რელიგიურ აღიარებაა, რადგან ამ დიდი დღესასწაულის არსი ადამიანის მსხვერპლად შეწირვის აკრძალვასთან არის დაკავშირებული. ამასთანავე, ყურბან-ბაირამი ქველმოქმედების იდეისა და მისი განსაკუთრებული მნიშვნელობის ზეიმიცაა. ტრადიციულად, ამ დღეებში, მუსლიმი ოჯახები საკლავს კლავენ და მას ახლობლებსა და მეზობლებს, რელიგიური კუთვნილების განურჩველად, უნაწილებენ.