ყურბან-ბაირამის დღესასწაულის მილოცვა
12 სექტემბერს ყურბან–ბაირამის დღესასწაულის აღნიშვნა დაიწყო. საქართველოს სახალხო დამცველი მუსლიმ თანამოქალაქეებს ამ დიდ დღესასწაულს ულოცავს და მშვიდობასა და ბედნიერებას უსურვებს.
ყურბან-ბაირამის არსი ადამიანის მსხვერპლად შეწირვის აკრძალვასთან არის დაკავშირებული. ტრადიციუალდ ამ დღეებში, მუსლიმი ოჯახები საკლავს კლავენ და მას ახლობლებსა და მეზობლებს, რელიგიური კუთვნილების განურჩველად, უნაწილებენ. შესაბამისად, ყურბან-ბაირამი ქველმოქმედების იდეისა და მისი განსაკუთრებული მნიშვნელობის ზეიმიცაა.