ყირგიზეთის რესპუბლიკის პრევენციის ეროვნული მექანიზმის სასწავლო ვიზიტი საქართველოში
2017 წლის 5-7 ივნისს ყირგიზეთის რესპუბლიკის პრევენციის ეროვნული მექანიზმის წევრები საქართველოში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის საქმიანობის გაცნობა.
სასწავლო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყირგიზ კოლეგებს პენიტენციურ დაწესებულებებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში და ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მონიტორინგის განხორციელების და რეკომენდაციების შესრულების კონტროლის მეთოდოლოგია გააცნეს.
გარდა ამისა, ქართველმა და ყირგიზმა კოლეგებმა ერთად მოინახულეს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ეროვნულ ცენტრი, თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორი და N8 პენიტენციური დაწესებულება, სადაც საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ დაწესებულებების შემოწმების სპეციფიკას გაეცნენ.
სასწავლო ვიზიტის დასრულების შემდეგ ორივე მხარემ მომავალში მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.