ხანუქას დღესასწაული
სახალხოდამცველი საქართველოში მცხოვრებ ებრაულ თემს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს და მათ მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს.ეს არის განახლების, სიკეთის სიბნელეზე გამარჯვების დღესასწაული.
ებრაელი ხალხი ხანუქას დღესასწაულზე ჩვენს წელთაღრიცხვამდე 165 წელს მაქაბელთა მიერ, ბერძნულ-სირიული ლაშქრის ტაძრიდან განდევნასა და ტაძრის დაბრუნების ზეიმობს. ასევე იმ სასწაულს აღნიშნავს, როდესაც სოლომონის ტაძარში, მენორაში 1 დღის სამყოფი ზეთი სასწაულებრივად რვა დღის მანძილზე ანათებდა.ამ სასწაულის აღსანიშნად ხანუქას დღეებში, 8 დღის მანძილზე ყოველდღე თითო სანთელიინთება.