ხანუქას დღესასწაული
სახალხოდამცველი საქართველოში მცხოვრებ ებრაულ თემს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს, რომელიც 24 დეკემბერს დაიწყო და რვა დღე გაგრძელდება. ეს არის განახლების, სიკეთის სიბნელეზე გამარჯვების დღესასწაული. ამ დღეებში ებრაელები ყოველ დღე სანთელს ან წმინდა ზეთს ანთებენ.
ხანუქას სანთლებს ჩვენს წელთაღრიცხვამდე 165 წელს, მაქაბელთა მიერ, ბერძნულ-სირიული ლაშქრის ტაძრიდან განდევნისა და მისი განახლების აღსანიშნავად ანთებენ.