ტრენინგი სამართალდამცავ უწყებებთან ურთიერთობის დროს დაუცველი ჯგუფების უფლებების ხელშეწყობის თაობაზე
2022 წლის 25-27 ოქტომბერს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებისთვის სამართლის ექსპერტმა ლონდა თოლორაიამ ტრენინგი ჩაატარა სამართალდამცავ უწყებებთან ურთიერთობის დროს დაუცველი ჯგუფების უფლებების ხელშეწყობის საკითხებზე.
შეხვედრებზე, რომელსაც აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს სამმართველოების, ასევე, აპარატის სხვადასხვა თემატური დეპარტამენტების თანამშრომლები ესწრებოდნენ, განიხილეს არასათანადო მოპყრობის ფაქტის დადგენის ინსტრუმენტები, სავარაუდო მსვერპლის გამოკითხვის მთავარი ასპექტები, პოლიციის მუშაკების მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების საკითხები. სახალხო დამცველის აპარატის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსმა გვანცა ჩხაიძემ თანამშრომლებს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში არსებულ პრობლემებზე სახალხო დამცველის რეაგირების მექანიზმები და პრაქტიკა გააცნო.
ღონისძიება საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) შორის საგრანტო შეთანხმების USAID-PDO პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში გაიმართა.