ახალი ამბები

ტრენინგი სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებისთვის თანასწორობის საკითხებზე

2022 წლის 28-29 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, საქართველოში მოქმედი სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებისთვის თანასწორობის და დისკრიმინაციის აკრძალვის საკითხებზე ტრენინგი ჩაატარეს.

ღონისძიება სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურთან თანამშრომლობითა და ევროსაბჭოს მხარდაჭერით გაიმართა.

სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა ტრენინგის მონაწილეებს თანასწორობისა და დისკრიმინაციისგან დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებული სტანდარტები გააცნეს, მიაწოდეს ინფორმაცია დისკრიმინაციის შემადგენელ ელემენტებზე, დისკრიმინაციის სახეებსა და უფლების დაცვის მექანიზმებზე; იმსჯელეს დისკრიმინაციის წახალისების საკითხსა და დისკრიმინაციის წამახალისებელ გამონათქვამებზე. ასევე, განიხილეს სახალხო დამცველის პრაქტიკა კერძო და სახელმწიფო დაზღვევის სფეროში დისკრიმინაციის შემთხვევებთან დაკავშირებით.

სახალხო დამცველის თანასწორობის დეპარტამენტი აგრძელებს მუშაობას დისკრიმინაციისგან დაცვის საკითხებზე კერძო და საჯარო სფეროს წარმომადგენელთა ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)