ტრენინგი ჟურნალისტებისათვის დისკრიმინაციის საკითხებზე
2015 წლის 6-7 აპრილს სახალხო დამცველის აპარატმა ჟურნალისტებისათვის ტრენინგი გამართა თემაზე, „დისკრიმინაციის აღმოფხვრა და ტოლერანტული გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობა“. ტრენინგს, როგორც ცენტრალური ტელე-რადიო მაუწყებლების, ასევე რეგიონული, ბეჭდური და ელექტრონული მედიის 19 წარმომადგენელი ესწრებოდა.
სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსმა მაკა გიოშვილმა, ახალგზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა გიორგი გოცირიძემ და ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის წევრმა ეკა აღდგომელაშვილმა ევროპული კონვენციით დაცულ ადამიანის უფლებებზე, კონვენციისა და დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის შესაბამისად, დისკრიმინაციის ცნებასა და ნიშნებზე, სტიგმაზე, სტერეოტიპებსა და დისკრიმინაციაზე, სიძულვილის ენასა და შეკრება მანიფესტაციების თავისუფლებაზე, ასევე სექსუალურ ორიენტაციაზე, გენდერული იდენტობისა და სქესის ნიშნით დისკრიმინაციაზე ისაუბრეს. მაკა გიოშვილმა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ დისკრიმინციის საქმეების განხილვის პრაქტიკა წარმოადგინა.
ტრენინგის დიდი ნაწილი დაეთმო დისკრიმინაციასთან ბრძოლის საქმეში, სხვადასხვა სენსიტიური თემების გაშუქებისას სწორი აქცენტების გაკეთებას და საზოგადოებაში ტოლერანტული კულტურის, თანასწორობის მიღწევის მიზნით მასმედიის განსაკუთრებულ როლს.
ღონისძიება მხარდაჭერილია ევროკავშირის პროექტის მიერ „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა“.