ტრენინგი „ეთიკასა და კეთილსინდისიერებაზე საჯარო სამსახურში“ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებისთვის
2023 წლის 27 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე სახალხო დამცველის აპარატის თბილისისა და რეგიონების თანამშრომლებმა გაიარეს ტრენინგი თემაზე „ეთიკა და კეთილსინდისიერება საჯარო სამსახურში“.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ეთიკის მნიშვნელობასა და ღირებულებებს საჯარო სამსახურში; მიიღეს ინფორმაცია მოქალაქეებზე ორიენტირებული გარემოს შექმნასა და კეთილსინდისიერების კონცეფციაზე.
მოწვეულმა ტრენერმა დეტალურად ისაუბრა ორგანიზაციული კულტურის მნიშვნელობასა და გავლენაზე პირად და ორგანიზაციულ კეთილსინდისიერებაზე. ხაზი გაუსვა კორუფციის პრევენციის მნიშვნელობასა და მექანიზმებს და ეთიკურ დილემებს.
სამუშაო პროცესი მიმდინარეობდა ჯგუფური დავალებების შესრულების, შესაბამისი პრეზენტაციებისა და დისკუსიის პირობებში.
ტრენინგს სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, სამართლის დოქტორი ირინა აღაპიშვილი უძღვებოდა.
ღონისძიება ჩატარდა აშშ-ს განვითარების სააგენტოსა და სახალხო დამცველის აპარატისა (USAID-PDO) პარტნიორობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით.