ტრენინგი „ადამიანის უფლებების როლი კონფლიქტის ტრანსფორმაციაში“
2015 წლის 14-17 დეკემბერს სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს იწვევს ტრენინგზე - „ადამიანისუფლებებისროლიკონფლიქტისტრანსფორმაციაში“ მონაწილეობის მისაღებად.
ტრენინგის აღწერა და მიზანი
კავშირი ადამიანის უფლებებსა და კონფლიქტებს შორის ორგვარია: ადამიანის უფლებათა სისტემური და მრავალჯერადი დარღვევები იწვევს ადამიანების ჯგუფებს შორის, ან მოქალაქეებისა და სახელმწიფოს შორის კონფლიქტებს, ხოლო კონფლიქტები თავის მხრივ იწვევს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს. იმისათვის, რომ ეს ჩაკეტილი წრე თავიდან იქნას აცილებული, სამეცნიერო და საექსპერტო საზოგადოებაში ჩამოყალიბდა კონფლიქტის ტრანსფორმაციის ცნება, რომელშიც მნიშვნელოვანი როლი სწორედ ადამიანის უფლებების დაცვას უკავია. აღნიშნული კურსის მთავარი მიზანია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს გააცნოს ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობა კონფლიქტისა და პოსტ-კონფლიქტურ სიტუაციაში, როგორც კონფლიქტის პრევენციისა და ტრანსფორმაციისა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი.
კურსისძირითადითემები:
- კონფლიქტების ცნება, კონფლიქტის პრევენცია და ტრანსფორმაცია და კავშირის ადამიანის უფლებებთან;
- ინსტიტუტები და აქტორები კონფლიქტის მოგვარებასა და მშვიდობის მშენებლობაში;
- ადამიანის უფლებები და კონფლიქტის ტრანსფორმაცია;
- წარსულში ჩადენილ დანაშაულებებთან გამკლავება და მისი ადგილი კონფლიქტის ტრანსფორმაციაში
- საქართველოს გამოცდილება კონფლიქტის ტრანსფორმაციის კუთხით: მიღწევები და გამოწვევები
ტრენინგის წარუძღვებიან საერთაშორისო ექსპერტები და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები.
ტრენინგი განკუთვნილია ადამიანის უფლებებზე, მშვიდობის მშენებლობასა და კონფლიქტის ტრანსფორმაციის თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის, როგორც დედაქალაქიდან ისე რეგიონებიდან.
ტრენინგი ჩატარდება 2015 წლის 14-17 დეკემბერს, გუდაურში, სასტუმრო მარკო პოლოში და სრულ ხარჯებს აანაზღაურებს სახალხო დამცველის აპარატი. სამუშაო ენაა ინგლისური და ქართული სინქრონული თარგმანის მეშვეობით.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV (მაქს. 2 გვერდი) და სამოტივაციო წერილი უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელ. მისამართზე: konkursi.ombudsman@gmail.com
განაცხადების მიღების საბოლოო ვადა:2015 წლის 13 ნოემბერი
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
სახალხო დამცველის აპარატი
თბილისი, 0179, ნინო რამიშვილის 6
ტელ: 2 913814, 2 913815 (150)