ტრენინგები სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებისთვის
2019 წლის 16, 17 და 18 სექტემბერს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა გამოხატვის თავისუფლების, სიძულვილის ენის და დისკრიმინაციის წახალისების და სასამართლოს მეგობრის მოსაზრების (Amicus Curie) შესახებ სამდღიანი სატრენინგო კურსი გაიარეს; განიხილეს შიდა სასამართლო პრაქტიკა და პრეცედენტები.
ღონისძიებაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ ქეთევან მესხიშვილმა სასამართლო პრაქტიკის თვალსაზრისით გამოხატვის თავისუფლების ძირითად ცნებაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს და საერთო სასამართლოების გამოხატვის თავისუფლების თაობაზე პრაქტიკის, ღირებულებათა იერარქიისა და სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში თანასწორობის შესახებ ისაუბრა.
საერთაშორისო ექსპერტმა ივანა როანამ გამოხატვის თავისუფლებისა და სიძულვილის ენის მარეგულირებელი მექანიზმების საერთაშორისო სტანდარტები და პრაქტიკა მიმოიხილა.
ტრენინგი გაეროს განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებული პროგრამის – „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ორგანიზებით გაიმართა.