სომხეთის ომბუდსმენმა ტყიბულში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო საქართველოს სახალხო დამცველს მიუსამძიმრა
2018 წლის 5 აპრილს ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო სომხეთის რესპუბლიკის ომბუდსმენმა არმენ ტატოიანმა სამძიმრის წერილი გამოუგზავნა საქართველოს სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას. „ძალიან სამწუხაროა ამბავი რომელიც შევიტყვე ტყიბულის შახტაში განვითარებულ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელმაც უდანაშაულო ადამიანები შეიწირა.
მიიღეთ ჩემი ღრმა მწუხარება და უდიდესი თანაგრძნობა მსხვერპლთა ოჯახების, მეგობრების და საყვარელი ადამიანების წინაშე, ვუსურვებ მათ მხნეობას და დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას“, – ნათქვამია სომხეთის რესპუბლიკის ადამიანის უფლებათა დამცველის წერილში.