ახალი ამბები

შშმ პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა

2017 წლის 5 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს მორიგი – მეათე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე, აპარატის წარმომადგენლები და საბჭოს მოწვეული წევრები. საბჭომ სხდომაზე განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის მიზნით დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებებისა და სახალხო დამცველის 2016 წლის საპარლამენტო ანგარიშში შშმ პირთა საკითხებზე გაცემული რეკომენდაციების თაობაზე საბჭოს წევრებს მოხსენება წარუდგინა შშმ პირთა უფლებების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირინე ობოლაძემ.

ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს მთავრობის 41–ე დადგენილებით დამტკიცებული „შშმ პირთათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების ტექნიკური რეგლამენტის“ შეფასებისათვის საჭირო ღონისძიებების განხილვას, რომელთა განხორციელებას საქართველოს სახალხო დამცველი უახლოეს მომავალში გეგმავს.

საბჭოს მოწვეულმა წევრებმა დადებითად შეაფასეს სახალხო დამცველის მიერ გასული პერიოდის განმავლობაში გაწეული საქმიანობა და სამომავლო გეგმები.

სათათბირო ორგანოს შემდეგი სხდომა 2 თვის ვადაში გაიმართება.

5.04.17

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)