ახალი ამბები

შშმ პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა

2016 წლის 9 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს მორიგი – მერვე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები და საბჭოს მოწვეული წევრები. სხდომის გახსნაზე საქართველოს სახალხო დამცველმა საკონსულტაციო საბჭოს განახლებული შემადგენლობის შესახებ ისაუბრა და ახალი წევრები - მარინა მამულია და ეკატერინე ტოგონიძე წარადგინა.

საკონსულტაციო ორგანომ განიხილა სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის მიზნით დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებები, მოისმინა ინფორმაცია შშმ პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის ანგარიშის თაობაზე.

შეხვედრის ბოლოს, სხდომის მონაწილეებმა დისკუსიის რეჟიმში იმსჯელეს შშმ პირთა უფლებრივ მდგომარეობასა და გაეროს კონვენციის მონიტორინგთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე.

საბჭოს შემდეგი სხდომა გაიმართება 2 თვის ვადაში, სადაც განიხილება კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის პროცესის მიმდინარეობა.

9.11.16

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)