შეხვედრა უცხოელ სტუდენტებთან
22 მაისს სახალხო დამცველის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობებისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი ნიკო თათულაშვილი, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მედეა გუგეშაშვილი და აპარატის სხვა თანამშრომლები საქართველოში საგანმანათლებლო მისიით მყოფ უცხოელ სტუდენტებს შეხვდნენ. ნორვეგიის სომხეთისა და აზერბაიჯანის სტუდენტები საქართველოში გამოხატვის თავისუფლების მდგომარეობით იყვნენ დაინტერესებული.
სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელმა ნინო ათაბეგაშვილმა საქართველოში გამოხატვის თავისუფლების საკანონმდებლო გარანტიებსა და გამოწვევებზე, ასევე ამ უფლების რეალიზაციასთან დაკავშირებით პრაქტიკაში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. ამასთან, სტუდენტებს განუმარტეს საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილებები და გამოხატვის თავისუფლების მიმართულებით საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შესაბამისი ორგანოებისადმი გაცემული რეკომენდაციები.