შეხვედრა სომხეთის ომბუდსმენთან
2016 წლის 7 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი სომხეთის ახლადარჩეულ ომბუდსმენს არმან ტატოიანს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოს სახალხო დამცველმა სომხეთის ომბუდსმენსა და მის დელეგაციას საქართველოს სახალხო დამცველის მანდატი და საქმიანობა გააცნო; ისაუბრა ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით საქართველოსთვის აქტუალურ გამოწვევებსა და პრობლემებზე.
სომხეთის დელეგაცია განსაკუთრებით დაინტერესდა პრევენციის ეროვნული მექანიზმის აქტივობითა და მუშაობის სპეციფიკით, ასევე სახალხო დამცველის საქმიანობით ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის შესრულების ზედამხედველობის მიმართულებით.
ომბუდსმენებმა სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.