ახალი ამბები

შეხვედრა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან

2015 წლის 27 ოქტომბერს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურ წარმომადგენელს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში ანდრეს პეშკეს და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს ბეთინა ქადენბახს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა, სახალხო დამცველის და სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის პრინციპები.

ხაზი გაუსვეს მართლმსაჯულების სფეროში სამართალდამცავი სტრუქტურებისა და პროკურატურის რეფორმის დეტალებს. დიპლომატები ასევე დაინტერესდნენ მედიის თავისუფლების საკითხით საქართველოში.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა საკითხების განხილვას და სახალხო დამცველის როლს ამ პროცესში.

სახალხო დამცველმა დიპლომატებს ინფორმაცია მიაწოდა დევნილთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებაც.

27.10.15


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)