შეხვედრა ეუთოს რეგიონში ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გაძლიერების საკითხზე
2016 წლის 28–29 ნოემბერს, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძემ და სახალხო დამცველის მთავარმა მრჩეველმა იურიდიულ საკითხებში ვანდა ჯიჯელავამ ეუთოს რეგიონში ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გაძლიერების საკითხზე ექსპერტთა შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.
ევროპის ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ხელმძღვანელებმა, ექსპერტებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადამიანის უფლებათა სხვა ინსტიტუტების წარმომადგენლებმა ადამიანის უფლებათა დამცველი ეროვნული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე იმსჯელეს და ამ მიმართულებით არსებული სხვდასხვა საუკეთესო პრაქტიკა განიხილეს. გაიმართა დისკუსია ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების პლურალიზმისა და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისთვის აუცილებელი სამომავლო ნაბიჯების შესახებ.
შეხვედრა ორგანიზებული იყო ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის, ადამიანის უფლებათა საკითხებში პოლონეთის კომისრის ოფისის, ომბუდსმენთა საერთაშორისო ინსტიტუტის, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელისა და ევროპის საბჭოს მიერ.