შეხვედრა ბელარუსის წარმომადგენლებთან
2018 წლის 20 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე ბელარუსის საჯარო მოხელეთა, პოლიტიკურ, სამოქალაქო და ბიზნესის სფეროს წარმომადგენელთა დელეგაციას შეხვდა. სახალხო დამცველის მოადგილემ სტუმრებს გააცნო საქართველოს სახალხო დამცველის მანდატი, ისაუბრა აპარატის პრიორიტეტებზე, სტრატეგიაზე, იმ რეფორმებზე, რაც ბოლო წლებში ქვეყნის ხელისუფლებამ გაატარა ადამიანის უფლებათა დაცვის ხარისხის ამაღლების მიზნით. განიხილა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის პრაქტიკა.
შეხვედრის ორგანიზატორი იყო ადმინისტრირების, განათლების და კვლევის ცენტრი (SYMPA), რომელიც ხელ უწყობს ბელარუსში საჯარო მმართველობის პრინციპებისა და პრაქტიკული უნარ–ჩვევების დანერგვას. პროგრამა მიზნად ისახავს ბელარუსში მმართველობის სისტემის გაუმჯობესებას. ბელორუსიის დელეგაცია საქართველოს საუკეთესო პრაქტიკის გასაცნობად უკვე მეხუთედ ჩამოვიდა.