შეხვედრები ახმეტის მუნიციპალიტეტში
2019 წლის 13 სექტემბერს სახალხო დამცველის აპარატის აღმოსავლეთ სამმართველოს კახეთის ოფისის თანამშრომლები ნათია ფიცხელაური და ეთერ შიუკაშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის მერს იოსებ ქარუმაშვილს შეხვდნენ და მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული გამოწვევები, მათ შორის სასმელი წყლის ხელმისაწვდომობისა და შიდა გზების გაუმართაობის საკითხები, ასევე საბავშვო ბაღებში არსებული პრობლემები განიხილეს. ისაუბრეს გენდერული თანასწორობისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობაზე.
იმავე დღეს სახალხო დამცველის წარმომადგენლები კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის ოფისს ეწვივნენ და ფონდის თანამშრომლებს, პანკისის ქალთა საბჭოს, პანკისის სათემო კავშირის და აშშ–ს განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „ზრდას“ წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ისაუბრეს ორგანიზაციების საქმიანობაზე, მიმდინარე პროექტებზე, მუნიციპალიტეტში ქალთა გაძლიერების აუცილებლობასა და ამ მიმართულებით სახალხო დამცველის ჩართულობის მნიშვნელობაზე. ასევე მოისმინეს ინფორმაცია პანკისის სოფლებში არსებული პრობლემების შესახებ.