შეხვედრა შიდა ქართლში მომუშავე ადვოკატებთან
2019 წლის 29 ოქტომბერს სახალხო დამცველის აპარატის შიდა ქართლის ოფისის ორგანიზებით, სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსი გვანცა ჩხაიძე და აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს უფროსი თეიმურაზ ქორიძე შიდა ქართლში მომუშავე ადვოკატებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ადვოკატსა და ბრალდებულს შორის ურთიერთობის პროცესში არსებული პრობლემებზე ისაუბრეს. მიუთითეს წინასწარი მოთავსების იზოლატორის შენობაში არსებულ არასაკმარის ფართზე, რაც ხელს უშლის დაკავებულთან სწრაფ და ეფექტურ კომუნიკაციას. განიხილეს და ერთმანეთს გაუზიარეს სხვადასხვა ტიპის, მათ შორის, ოჯახში ძალადობის საქმეებზე მუშაობის გამოცდილება, საკანონმდებლო სიახლეები, სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის სპეციფიკა.
ადვოკატებმა ამგვარი შეხვედრების სისტემატურად გამართვის სურვილი გამოთქვეს.