შეხვედრა საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორთან
2019 წლის 24 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორს ლონდა თოლორაიას და სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილეს გიორგი გამეზარდაშვილს შეხვდნენ.
შეხვედრაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ამოქმედებასთან დაკავშირებით ტექნიკურ და სამართლებრივ საკითხებზე იმსჯელეს, ასევე სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.