ახალი ამბები

შეხვედრა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილესთან

2023 წლის 5 მაისს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს თამილა ბარკალაიას შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს ბავშვთა, შშმ პირთა, ქალთა და ხანდაზმულთა უფლებების დაცვის მდგომარეობა; მიმოიხილეს თავშესაფრებში არსებული პირობები და შრომის ინსპექციის უფლებამოსილება; ხაზი გაუსვეს მოწყვლადი ჯგუფებისთვის სერვისების მოწოდების საკითხებს.

შეხვედრას ასევე, ესწრებოდნენ სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორი მერი მაღლაფერიძე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)