შეხვედრა ნორვეგიის სამეფოს ელჩთან
2019 წლის 29 ნოემბერს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ელჩს ელენა სენდ ანდერსენს შეხვდა და საქართველოში მიმდინარე მოვლენების ფონზე ადამიანთა უფლებების დაცვის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
ნინო ლომჯარიამ ელჩს სახალხო დამცველის მანდატი გააცნო, ისაუბრა აპარატის საქმიანობაზე გარემოსდაცვითი საკითხების შესწავლის, პრობლემების გამოკვეთისა და მათი გადაჭრის გზების ძიების მიმართულებით; მიმოიხილა მართლმსაჯულების სფეროში მიმდინარე რეფორმები და არსებული გამოწვევები.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე და ელჩის მოადგილე მარკო სოლდიკი.
საელჩო მიმდინარე წელს გაიხსნა და მისი მიზანია საქართველოსა და ნორვეგიას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და დარგობრივი ურთიერთობების გაღრმავება.