ახალი ამბები

შეხვედრა დიდი ბრიტანეთის ელჩთან

2023 წლის 23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მარკ კლეიტონს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ელჩმა სახალხო დამცველს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა, წარმატებები უსურვა და სამომავლო თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)