შეხვედრა დანიის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის წარმომადგენლებთან
2023 წლის 28 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე დანიის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის წარმომადგენლებს -ადამიანის უფლებებისა და მმართველობის პროგრამის მენეჯერ ნინა ნორდბერგს და უფროს მრჩეველს მართლმსაჯულებისა და კანონის უზენაესობის საკითხებში პოლ დალტონს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ზოგადად ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს; ასევე განიხილეს ინსტიტუციების თანამშრომლობის შესაძლებლობები, სამუშაო სფეროები და სამომავლო პრიორიტეტები.