შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან
2023 წლის 14 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს ჭოუ ციენს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სახალხო დამცველმა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის ზოგადი მდგომარეობა მიმოიხილა და აპარატის მანდატზე, საქმიანობასა და პრიორიტეტებზე ისაუბრა.
მხარეებმა ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები.