შეხვედრა ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ოჯახებთან
2020 წლის 21 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ ეკატერინე სხილაძემ და სახალხო დამცველის აპარატის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს უფროსმა მადონა ბასილაძემ ბაღდათში, ყოფილი სტამბის ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახები მოინახულეს და მათ საჭიროებებს გაეცნენ.
ყოფილი სტამბის შენობაში ათამდე ოჯახი ცხოვრობს, რომელთა დიდი ნაწილი სოციალურად დაუცველია და მძიმე საცხოვრებელ პირობებში იმყოფება. მძიმე საცხოვრებელ გარემოში ცხოვრობენ ბავშვები და ხანდაზმულები.
ამ ოჯახებს ბაღდათის მუნიციპალიტეტმა 2012 წელს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადასცა საკუთრებაში. თუმცა, შენობა დაზიანებულია. შესაცვლელია კარ-ფანჯარა და იატაკი; მოუწესრიგებელია საერთო სარგებლობის დერეფანი, კიბე, მოაჯირი, ეზო, შენობის გარე ფასადი. წყალი ყველა ოჯახს არ მიეწოდება. მოსახლეობა ძირითადად სოციალურად დაუცველია და არ აქვთ არც ფინანსური შესაძლებლობა გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები.