სახალხო დამცვლის შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან
2015 წლის 24 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე სახალხო დამცველმა მთავრობის მეთაურს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა თვალსაზრისით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაცია მიაწოდა.
ასევე განიხილეს ადამიანის უფლებათა საკითხებში საქართველოს მთავრობის ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი მთავრობის საქმიანობა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში 2014-2015 წლებისთვის.
"საქართველოში მოქალაქეთა თავისუფლების ხარისხი გაზრდილია და ამაზე კონკრეტული ფაქტები მეტყველებს," – განაცხადა სახალხო დამცველმა შეხვედრაზე.