სახალხო დამცველმა დემირელის კოლეჯისთვის ავტორიზაციაზე უარის თქმა უკანონოდ მიიჩნია
2017წლის 30 ნოემბერს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს. სახალხო დამცველმა დემირელის სახელობის კერძო კოლეჯისათვის ავტორიზაციაზე უარის თქმის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმისგარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
საქმისმასალებისშესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის როგორც კანონთან, ასევე, მისსავე ადრინდელ პრაქტიკასთან. სახალხო დამცველის შეფასებით, გადაწყვეტილების მიღება შპს დემირელის სახელობის კერძო კოლეჯისათვის ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ მოხდა არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის გარეშე და ისეთი გარემოებების საფუძველზე, რომლებიც არ იქნა სრულყოფილად გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. დარღვეულია, აგრეთვე, არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების მითითების გზით აქტის წერილობითი დასაბუთების ვალდებულებაც. აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნულ პროცესში სკოლა არ შეაფასეს 2017–2018 წლების სასწავლო გეგმით, ხოლო აქცენტი მთლიანად გადაიტანეს წარსულ პერიოდზე, რის გამოც პროცედურამ ავტორიზაციისპირობებისშემოწმებისსახე მიიღო, რაც სრულიად განსხვავებულ სამართლებრივ ინსტიტუტს წარმოადგენს.
ავტორიზაციისსაბჭოს გადაწყვეტილება ძირითადად ეყრდნობა მხოლოდ და მხოლოდ ექსპერტთამითითებასმაშინ, როცა ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაშიფაქტების შეფასება, ხშირ შემთხვევაში, სცილდება სტანდარტის შესაბამისი პირობის ფარგლებს, რამდენიმე ფაქტი კი, სამართლებრივად არასწორად არის შეფასებული. ამასთან, საბჭოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია დაწესებულების მიერ წარმოდგენილ არგუმენტირებულ პოზიციას თანდართული დოკუმენტაცია, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა სხვადასხვა საკითხის ობიექტურად შესწავლისთვის. ხშირ შემთხვევაში, ბუნდოვანია, ავტორიზაციის რომელი სტანდარტის დარღვევად განიხილავს საბჭო შესაბამის ფაქტობრივ გარემოებას მაშინ, როცა ავტორიზაციის საკითხზე გადაწყვეტილების მიღების საზომი თითოეული სტანდარტის ცალ-ცალკე დაკმაყოფილებაა.
სახალხო დამცველის მითითებით, არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულყოფილად შესწავლა-შეფასებას და მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას საბჭოს პირდაპირ ავალდებულებს როგორც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ისე საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულება.
გასათვალისწინებელია, რომსაბჭოსთვის პრობლემურ საკითხებს წარმოადგენდა, მეტწილად, ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საფუძვლად არსებული დარღვევები. სახალხო დამცველის შეფასებით, კონკრეტული პირების მიერ ჩადენილი მსგავსი ქმედებები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ვერ გახდება დაწესებულებისთვის ავტორიზაციაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან ავტორიზაციის მიზანია სკოლის ინსტიტუციური შეფასება და იგი არ წარმოადგენს სადამსჯელო მექანიზმს. ავტორიზაცია უნდა ემსახურებოდეს საგანმანათლებლო დაწესებულების ინსტიტუციურ შეფასებას. მისი მეშვეობით უნდა დადგინდეს, თუ რამდენად არის სკოლა, როგორც ინსტიტუტი, ორიენტირებული განათლების სფეროში არსებული ეროვნული მიზნების მიღწევაზე და რამდენად იძლევა მისი რესურსები აღნიშნული მიზნების მიღწევის შესაძლებლობას. დაწესებულების გარე შეფასების აღნიშნული მექანიზმი წარმოადგენს სკოლის მუდმივი გაუმჯობესების პროცესის ხელშემწყობ საშუალებას და გამიჯნულია წმინდა ადმინისტრაციული შემოწმებისგან. მნიშვნელოვანია, რომ ავტორიზაცია სწორედ ზემოაღნიშნულ მიზნებს ემსახურებოდეს, რასაც, სახალხო დამცველის შეფასებით, დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის საკითხის განხილვის პროცესი გასცდა.