ახალი ამბები

სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტებისა და ევროკავშირის ინსტიტუტების თანამშრომლობის სემინარში მიიღო მონაწილეობა

2017 წლის29-30 ნოემბერსბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, სახალხო დამცველის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობების, პროექტების მართვისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის უფროსმა ნიკო თათულაშვილმა და ადამიანისუფლებათასაერთაშორისოსამართლისმთავარმასპეციალისტმა ლარა ჯამარაულმა ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტებისა და ევროკავშირის ინსტიტუტების თანამშრომლობის შესახებ გამართულ სემინარში მონაწილეობა მიიღეს დაადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის (ENNHRI) ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეას დაესწრნენ.

სემინარზე სამოქალაქო ორგანიზაციებისა და სხვა რეგიონული ორგანოების 120–მა წარმომადგენელმა თანამშრომლობისა და ჩართულობის არსებულ პრაქტიკასა და ევროპაში ადამიანის უფლებათა დაცვისა და ხელშეწყობის მიზნით მომავალ შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

სემინარისფარგლებში გამართულ დისკუსიებზე განიხილეს მრავალმხრივი, კონკრეტული იდეები შემდგომი თანამშრომლობისთვის ევროკავშირის ინსტიტუტების ეროვნულ დონეზე გააქტიურების კუთხით - როგორც ევროკავშირის მიერ საჯარო განცხადებების მხარდაჭერის, ასევე ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების სამოქმედო გეგმების შემუშავებაში და ადამიანის უფლებათა შესახებ დიალოგში ჩართულობის უზრუნველსაყოფად.

ადამიანისუფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის ყოველწლიურ გენერალური ასამბლეაზე წარმოდგენილი იყო ქსელის მიერ გასულ წელს გაწეული სამუშაოს და აქტივობების ანგარიში, ფინანსურმა კომიტეტმა, რომლის თავმჯდომარეც საქართველოა, ფინანსური ანგარიში წარმოადგინა, ასევე განიხილეს ქსელის სამოქმედო გეგმა და 2018-2021 წლების სტრატეგიული და ბიზნეს გეგმები. განახლდა ორგანიზაციის სამუშაო ჯგუფების პოლიტიკის დოკუმენტები. ქსელის წევრებმა აირჩიეს აკრედიტაციის კომისიის ახალი წევრი, რომელიც იქნება ევროპის რეგიონიდან წარმომადგენელი გლობალურ ალიანსში (GANHRI).

ღონისძიებები ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ქსელის ორგანიზებით გაიმართა.

1.12.17


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)