ახალი ამბები

სახალხო დამცველისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის შეხვედრა

2015 წლის 3 აგვისტოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი საქართველოს სახალხო დამცველს ეწვია. შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ სახალხო დამცველის მოადგილეები პაატა ბელთაძე და ნათია კაციტაძე, სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული პრობლემები განიხილეს.

შეხვედრაზე ისაუბრესპენიტენციურ სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე; განიხილეს არასათანადო მოპყრობის ფაქტები, მე–7 დაწესებულებაში არსებული პირობები, ვიდეოჩანაწერების ხელმისაწვდომობა და სხვა აქტუალური თემები.

უნდა აღინიშნოს, რომ კახა კახიშვილმა მინისტრის რანგში თავისი პირველი ოფიციალური შეხვედრა სახალხო დამცველთან გამართა, რაც სამინისტროს მხრიდან აქტიური და მჭიდრო თანამშრომლობის სურვილს წარმოაჩენს, ხოლო სახალხო დამცველს მისი რეკომენდაციების შესრულების ხარისხის გაზრდის იმედს აძლევს.

შეხვედრის დასასრულს მხარეები მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად, რეგულარულ სამუშაო შეხვედრებზე შეთანხმდნენ.

3.08.15


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)