ახალი ამბები

სახალხო დამცველისა და ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს ერთობლივი პროექტის ანგარიში

2015 წლის 17 ნოემბერს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა და ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენელმა იასენ ტომოვმა ზუგდიდის ადგილობრივი თვითმართველობის და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობისა და კანონის უზენაესობის კუთხით ცნობიერების ამაღლების მიზნით განხორციელებული პროექტის შედეგები გააცნეს.

პროექტის ფარგლებში სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებმა 18 გასვლითი შეხვედრა განახორციელეს სამეგრელო ზემო სვანეთის მოსახლეობასთან; გაიმართა მრგვალი მაგიდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან. ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით აქტუალურ თემებზე ჩატარდა ტრენინგები სტუდენტებისა და ჟურნალისტებისთვის.

სახალხო დამცველის ოფისში შემოსული განცხადების უმრავლესობა სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში ოჯახში ძალადობას, საკუთრების უფლების სავარაუდო დარღვევის ფაქტებს, სტიქიით დაზარალებულთა, ჯანდაცვის, სათანადო საცხოვრისის, სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პრობლემებს შეეხება. სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის აღნიშნულ საკითხებს და რეაგირებისთვის შესაბამისი რეკომენდაციებით მიმართავს როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალურ ხელისუფლებას.

ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს პროექტი სახალხო დამცველის ოფისთან 6 თვიან თანამშრომლობას ითვალისწინებს. ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტი 2015 წლის მაისში დაიწყო და მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება.

17.11.15
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)