სახალხო დამცველის წლიური ანგარიშის საკომიტეტო მოსმენა
2016 წლის 20 მაისს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2015 წლის ანგარიში განიხილეს.
სახალხო დამცველის ანგარიშში შესული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა წარმოადგინა.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პოზიცია ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსმა მარინა დარახველიძემ, სოციალურ საკითხთა და პროგრამების სამმართველოს უფროსმა ამირან დათეშიძემ და შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ამირან ჟორჟოლიანმა.
გამომსვლელთა განცხადებით, მთელი რიგი რეკომენდაციების შესასრულებლად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.
სხდომის დასასრულს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ სახალხო დამცველის 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში ასახული რეკომენდაციების შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის შემუშავების პროცესში, დეტალებისა და პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით, კომიტეტის აპარატი მჭიდროდ ითანამშრომლებს სახალხო დამცველის აპარატთან.