სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა სტიქიით დაზარალებული ოჯახები მოინახულეს
2015 წლის 16 და 17 ივნისს სახალხო დამცველის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ 11 ობიექტზე, სადაც თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული ოჯახები არიან მოთავსებულები. ვიზიტების განმავლობაში გამოიკითხა დაზარალებული მოსახლეობა, თბილისის მერიის, ვაკის გამგეობისა და სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები. დადებითად უნდა შეფასდეს დაზარალებული ოჯახების პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილების საკითხი – ისინი უზრუნველყოფილნი არიან თავშესაფრით, საკვებითა და ტანსაცმლით. აღნიშნული სახელმწიფოსა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. ამ მძიმე დღეებში საზოგადოებამ აჩვენა ძლიერი სოლიდარობა და აქტიური თანადგომა დაზარალებულთა მიმართ, რაც ძალიან სასიხარულოა.
ამავდროულად, აღვნიშნავთ, რომ დაზარალებულებს აქვთ ინფორმაციის ნაკლებობა თუ როდის, სად და როგორ მოხდება მათი განსახლება მას შემდეგ, რაც სასტუმროებს დატოვებენ. ცალკეულ შემთხვევებში გამოვლინდა, რომ მათი საჭიროებები, ძირითადად ჯანდაცვის მიმართულებით. აღნიშნული ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატმა უკვე მიაწოდა პასუხისმგებელ სტრქტურებს. იმედს გამოვთქვამთ, რომ მათი მხრიდან დროული რეაგირება განხორციელდება ამ საკითხების მოგვარების მიზნით.
სახალხო დამცველი აგრძელებს მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებას და შესაბამის ინფორმაციას საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის.