ახალი ამბები

სახალხო დამცველის ვიზიტი პანკისის ხეობაში

2018 წლის 16 იანვარს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია კახეთში, პანკისის ხეობაში იმყოფებოდა სადაც ადგილობრივი თემის უხუცესებთან, ახალგაზრდებთან და პედაგოგებთან გამართა შეხვედრები. ვიზიტის მიზანი იყო 2017 წლის 26 დეკემბერს ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისა და შემდგომ განვითარებული მოვლენების შესწავლა და ადგილობრივი თემთან ინფორმაციის გაცვლა.

შეხვედრებზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გამოიკვეთა, რომლებზეც სახალხო დამცველი საქართველოს ხელისუფლებას ყურადღების გამახვილებას სთხოვს.

მათ შორის არის პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე. ნინო ლომჯარია შეხვდა მაჩალიკაშვილების ოჯახს, პირადად მიუსამძიმრა და გაეცნო მათ მოთხოვნას საქმის ობიექტურად გამოძიების შესახებ.

იხილეთ სახალხო დამცველის პანკისში გამართული შეხვედრების შედეგები

16.01.18


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)