სახალხო დამცველის შეხვედრები ნიუ იორკში
სახალხო დამცველმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა ნიუ იორკში გაეროს ადამიანისუფლებათა უმაღლესი კომისრის ევროპის დეპარტამენტის უფროსთან, ასევე შეხვდა ორგანიზაცია Freedom Houses-ისუფროს მკვლევარს არჩი პუდინგტონს და ორგანიზაციის წარმომადგენლებს ელენ აღეკიანს და ნატე სჩენკანს. Human Rights Watch-ის ოფისში სახალხო დამცველმა საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა მიმოიხილაევროპისა და აზიის დირექტორის მოადგილესთანრეიჩელ დენბერთან. უჩა ნანუაშვილი ნიუ იორკში ვიზიტისას ასევე, შეხვდა გარდამავალი მართლმსაჯულების საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტ დევიდ ტოლბერტს.
სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებების საკითხზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა გააცნო, ინფორმაცია მიაწოდა მართლმსაჯულების კუთხით არსებულ გამოწვევებზე, სამართალდამცველთა მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების გაჭიანურებაზე; განიხილა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის აუცილებლობის საკითხები.
საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სახალხო დამცველმა შრომის უსაფრთხოების საკითხებიც განიხილა, ასევე საუბარი შეეხო საკონსტიტუციო რეფორმის მიმდინარეობას და პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ ვითარებას.