სახალხო დამცველის შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან
2018 წლის 12 მარტს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელს ერიკ ჰოეგს შეხვდნენ.
შეხვედრის მთავარ თემას ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის საკითხი წარმოადგენდა. ასევე განიხილეს გამყოფ ხაზთან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა, როგორც უსაფრთხოების, ისე სოციალური კუთხით. საუბარი შეეხო დევნილთა და ეთნიკური უმცირესობების საკითხსაც.
სახალხო დამცველი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი გრძელვადიანი მჭიდრო თანამშრომლობის გეგმებზე შეთანხმდნენ.