ახალი ამბები

სახალხო დამცველის შეხვედრა ეუთოს წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებთან

2015 წლის 3 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოში ვიზიტით მყოფ ეუთო-ში აშშ-ს, კანადის, ლიტვის, რუმინეთისა და შვედეთის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მოკლედ მიმოიხილეს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა, სასამართლოს, პროკურატურისა და სამართალდამცავი სტრუქტურების, ასევე პენიტენციალურ სისტემაში მიმდინარე რეფორმების საკითხები.

კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებებზე საუბრისას სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა, რომ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში არ არსებობს ადამიანის უფლებების მონიტორინგის მექანიზმი და მინიმალურია საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა, რაც დამატებით ართულებს ამ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვას. სახალხო დამცველმა ასევე კონფლიქტურ ტერიტორიებზე მცხოვრებთა გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის, განათლების უფლების დარღვევასა და სხვა საკითხებზეც ისაუბრა.

3.11.15
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)