ახალი ამბები

სახალხო დამცველის საახალწლო მილოცვა საქართველოს მოსახლეობას

გილოცავთ ახალ 2018 წელს და გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, ახალ ენერგიას, ახალ ემოციებს; ყველა იმ სიკეთეს, რაც ამ დიდი იმედით სავსე დღესასწაულს მოაქვს. მინდა ჩვენს გულებში მშვიდობამ, თანადგომამ, ურთიერთპატივისცემამ და სიყვარულმა დაისადგუროს.

20 წელზე მეტია საქართველოსსახალხო დამცველის აპარატი თქვენს გვერდით დგას და დაჩაგრულთა, მსხვერპლთა, დევნილთა, უსახლკაროთა, კონფლიქტით დაზარალებულთა თუ სხვაგვარად ღირსებაშელახულთა უფლებებს იცავს. მინდა გაგამხნევოთ და დაგპირდეთ, რომ ცდას არ დავაკლებთ, რათა საქართველო დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული, ადამიანის უფლებათა დაცვისკენ მიმართული ქვეყანა გახდეს, სადაც ყველა მოქალაქეს განვითარების თანაბარი შესაძლებლობები ექნება.

პატივისცემით,

საქართველოსსახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)