სახალხო დამცველის საახალწლო მილოცვა საქართველოს მოსახლეობას
გილოცავთ ახალ 2016 წელს და გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, კეთილდღეობას და სულიერ სიმშვიდეს. გასული წელი მნიშვნელოვანი ძვრებისა და ცვლილებებს წელი იყო ჩვენი ქვეყნისთვის და იმედი მაქვს, მომავალი წელი კიდევ უფრო მეტ წინსვლასა და წარმატებას მოგვიტანს. ვისურვებდი, ახალი წლიდან თანადგომამ, შემწყნარებლობამ, ურთიერთპატივისცემამ და მშვიდობამ დაისადგუროს ჩვენს გულებში.
ვულოცავ საქართველოს მოქალაქეებს ამ იმედებით აღსავსე დღესასწაულს და მათ, ვისთვისაც სოციალური გაჭირვების, ჯანმრთელობისა, თუ სხვა უამრავი პრობლემის გამო, ახალ წელს განსაკუთრებული საზეიმო დატვირთვა არ აქვს, ვუსურვებ, 2016 წელი მათ ცხოვრებაში პრობლემათა დაძლევის, ახალი გამოწვევებისა და დადებითი ემოციების მომტანი ყოფილიყოს.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მუდამ თქვენი უფლებების დამცველი იქნება.
პატივისცემით,
საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი