სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ საქართველო - ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომაში მონაწილეობა მიიღო
2018 წლის 26 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილე თამარ გვარამაძე ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში გამართულ საქართველო - ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მეოთხე სხდომაში მიიღო მონაწილეობა.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი: პოლიტიკური დიალოგისა და რეფორმის, პოლიტიკური ასოცირების, მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების, კონფლიქტის გადაწყვეტის, ეკონომიკური და სექტორული თანამშრომლობის საკითხები; მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების კონტექსტში ერთ-ერთ საკითხად ანტიდისკრიმინაციული კანონის განხორციელებაზე გაამახვილეს ყურადღება.
მოხსენებით გამოსვლისას სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ კანონის ეფექტური აღსრულების თვალსაზრისით ამ ეტაპისათვის არსებულ გამოწვევებსა და საკანონმდებლო ხარვეზებზე ისაუბრა. ასევე წარმოადგინა ზოგადი სტატისტიკა 2017 წელს თანასწორობის დეპარტამენტის მიერ განხილული საქმეების.