სახალხო დამცველის პირველი მოადგილე სომხეთის დელეგაციის წევრებს შეხვდა
2016 წლის 27 ოქტომბერს სახალხო დამცველის აპარატს სომხეთის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ეწვივნენ. შეხვედრაზე სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ ნათია კაციტაძემ და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებმა სტუმრებს სახალხო დამცველის მანდატი და აპარატის საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებები გააცნეს; მათ შორის, ანტი-დისკრიმინაციული კანონის იმპლემენტაციისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის გამოძიების პრობლემები, პრევენციის ეროვნული მექანიზმის მუშაობის პრინციპები, გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით მიმდინარე საქმიანობა, შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლების და სხვა საკითხები.
შეხვედრა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროსორგანიზებით გაიმართა და ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით საქართველოს სახალხო დამცველის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას ისახავდა მიზნად.