სახალხო დამცველის მოადგილე თანასწორობის საკითხებზე ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო
2018 წლის 20-21 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში თანასწორობის საკითხებზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო, რომელიც აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახალხო დამცველის მიერ იყო ორგანიზებული.
კონფერენციაზე განიხილეს თანასწორობის საკითხებზე ეროვნული და საერთაშორისო პრაქტიკები, ადამიანის უფლებადაცვითი მექანიზმების გამოყენების მნიშვნელობა და გამოწვევები.
ღონისძიებაზე სახალხო დამცველის მოადგილემ მოდერაცია გაუწია სესიას საერთაშორისო სტანდარტების ეროვნულ დონეზე განხორციელების მნიშვნელობის შესახებ. სესიის ფარგლებში გამომსვლელებმა ისაუბრეს ადამიანის უფლებადაცვითი მექანიზმების საქმიანობაში საერთაშორისო დოკუმენტების და პრინციპების განხორციელების მნიშვნელობაზე, გამოწვევებსა და სამომავლო ხედვაზე.