სახალხო დამცველის მილოცვა რამადანის თვესთან დაკავშირებით
საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოში მცხოვრები მუსლიმური აღმსარებლობის ადამიანებს რამადანის თვის დაწყებას ულოცავს და მათ სიხარულს, ბედნიერებასა და კეთილდღეობას უსურვებს.
გადმოცემის თანახმად, ალლაჰმა სწორედ ამ თვეში შთააგონა მუჰამედს შუამავლისა და მოციქულის მისია და ყურანის პირველი გამოცხადებაც მიმადლა. ეს პერიოდი მუსლიმთა ცხოვრებაში განსაკუთრებული მარხვითა და ლოცვით გამოირჩევა. სულიერი შრომით მორწმუნები სრულყოფენ საკუთარ თავსა და ადამიანებს შორის ურთიერთობას.30 დღის შემდეგ მარხვა სამდღიანი დღესასწაულით სრულდება.