სახალხო დამცველის განცხადება თამარ მეარაყიშვილის დაკავების შესახებ
2017 წლის 16 აგვისტოს მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ოკუპირებულ ახალგორში დააკავეს ადგილობრივი მკვიდრი, სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა აქტიური სამოქალაქო პოზიციით და ახალგორის მკვიდრთა უფლებების დასაცავად გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებებით. ამის გამო იგი ბოლო წლებში განიცდიდა ზეწოლას დე ფაქტო ხელისუფლებისაგან, რაც ამა წლის ივლისის თვეში მისი ცხინვალში იძულებით გატაცებით დასრულდა.
თამარ მეარაყიშვილის დაკავებას სახალხო დამცველი აფასებს როგორც უკანონოდ თავისუფლების აღკვეთას, სამოქალაქო აქტივისტზე ზეწოლას და მისი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას. ეს დაკავება ასევე უნდა შეფასდეს, როგორც მისი იძულება სამუდამოდ დატოვოს ახალგორი. შემაშფოთებელია, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთშისამოქალაქო აქტივისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლამ რეგულარული ხასიათი მიიღო.
სახალხო დამცველი მოუწოდებს დე ფაქტო ხელისუფლებას დაუყოვნებლის გაათავისუფლოს თამარ მეარაყიშვილი. ასევე, მოუწოდებს საქართველოს მთავრობას მიიღოს ყველა ზომა მისი უსაფრთხოების დასაცავად და გასათავისუფლებლად.