სახალხო დამცველის განცხადება შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით
2015 წლის 31 ოქტომბერს მარტვილისა და საგარეჯოს მაჟორიტარულ ოლქებში შუალედური საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.
თავისუფალი არჩევნების ჩატარება დემოკრატიის რეალიზების უმთავრესი პირობაა. მოქალაქეების მიერ საკუთარი ქვეყნის მომავლის განსაზღვრა თანასწორი და ყოველგვარი ზეწოლისაგან თავისუფალი არჩევნების მეშვეობით მიიღწევა.
მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველს არ გააჩნია შესაბამისი მანდატი უშუალოდ საარჩევნო უბნებზე დააკვირდეს ხმის მიცემისა და საარჩევნო უფლების რეალიზაციის პროცესს, სახალხო დამცველის აპარატი მონიტორინგს გაუწევს არჩევნების პროცესში ადამიანის სავარაუდო უფლებადარღვევის ფაქტებს, რასაც სათანადო შესწავლის შემდეგ შესაბამისი რეაგირება მოყვება.
სახალხო დამცველის აპარატის თბილისის ნომრებია: 2234499; 2913814; 2913815.