სახალხო დამცველის განცხადება პოლიციელთა მიერ სასულიერო პირის შესაძლო ცემასთან დაკავშირებით
სახალხო დამცველი ეხმიანება საინფორმაციოს სააგენტოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ლანჩხუთში პოლიციამ სასტიკად ცემა სასულიერო პირი.
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და უზრუნველყოს სასულიერო პირის უსაფრთხოება. გამოძიების პროცესში არ დაუშვას პოლიციის იმ თანამშრომლების მონაწილეობა, რომელთა მიმართაც არსებობს ძალადობის ვარაუდი.
სახელმწიფოს ვალია განსაკუთრებული ყურადღებით, დროულად და მიუკერძოებლად გამოიძიოს თითოეული შემთხვევა, სადაც პოლიციის მხრიდან უფლებასმოილების გადამეტების ვარაუდი არსებობს.
სახალხო დამცველი დეტალურად შეისწვალის საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებულ აღნიშნულ ინფორმაციას და მოახდენს შესაბამის რეაგირებას.