სახალხო დამცველის განცხადება მოქალაქე ჭ.ჭ-ს საქმესთან დაკავშირებით.
2015 წლის 22 მაისს მედიით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს სახალხო დამცველმა დაიწყო მოქალაქე ჭ.ჭ-ს საქმის შესწავლა, მის მიმართ გურჯაანის პოლიციის თანამშრომლების მხრიდან განხორციელებულ სავარაუდო უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით.
საკითხის შესწავლის მიზნით, გურჯაანში იმყოფებოდნენ საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები, სადაც შეხვდნენ და ახსნა-განმარტება ჩამოართვეს მოქალაქე ჭ.ჭ-ს და მისი ოჯახის წევრებს. ადგილზე მოხდა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დოკუმენტირება.
მოპოვებული მტკიცებულებებისა და მიღებული ახსნა-განმარტებების შესწავლის შემდეგ საქართველოს სახალხო დამცველი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მოახდენს შესაბამის რეაგირებას.