სახალხო დამცველის განცხადება არჩევნების პროცესის მონიტორინგთან დაკავშირებით
საქართველოს სახალხო დამცველი, მისთვის კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებში, რეგიონული და ცენტრალური ოფისების მეშვეობით მონიტორინგს გაუწევს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობის პროცესს. 24 საათის განმავლობაში იმუშავებს აპარატის ცხელი ხაზი 1481, რისი მეშვეობითაც მოქალაქეებს და დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ შეგვატყობინონ სახალხო დამცველის აპარატის მანდატში შემავალი უფლებადარღვევის ფაქტები. საჭიროების შემთხვევაში, სახალხო დამცველის წარმომადგენლები შეძლებენ ადგილზე გასვლას.